2 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები

"პრაიმტაიმმა" სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები მოიპოვა. მასზე სავარაუდოდ, ერთ-ერთი ტერორიზმში ეჭვმიტანილი ის პირია ასახული, რომელიც სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, კორპუსის ბინის ფანჯრიდან გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას ქართველმა სამართალდამცავებმა ესროლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2. ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.


წყარო: http://primetime.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები