2 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თვითმკვლელობით დასრულებული თავდასხმა ბანკებზე - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ჩამოტვირთვა

წერეთლის გამზირზე, საქართველოს ბანკის ფილიალთან, სპეცოპერაცია ჩატარდა. ბანკში 30 წლამდე მამაკაცი შეიჭრა და ფული მოითხოვა. რამდენიმე წუთში კი ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. პოლიციამ თავდამსხმელს დამორჩილებისკენ მოუწოდა, ამის შემდეგ მან გასროლა საკუთარი თავის მისამართით განახორციელა. 30 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

მასალაში ჩანს, რომ წერეთლის 97-ში სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა ისე დაიწყეს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები მიღებული არ იყო და შეირაღებული პოლიციელების წინ, რომლებსაც სამიზნეში თავდამსხმელი ჰყავდა, მოქალაქეები იქ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.

საქართველოს ბანკის თანამშრომლები ყვებიან, რომ 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა სალაროდან გარკვეული რაოდენობის თანხის აღება მოასწრო, მაგრამ სამართალდამცველებს ვეღარ გაექცა.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამ დრომდე საქართველოს ბანკის ფილიალშია, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ.

საქართველოს ბანკი არ იყო დღეს ერთადერთი, რომლის დაყაჩაღებაც იგივე პიროვნებამ სცადა. რამდენიმე საათით ადრე ის ასევე წერეთლის გამზირზე მდებარე TBC ბანკის ფილიალშიც შეიჭრა. თანხის წაღების მცდელობა აქაც წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მამაკაცმა პოლიციელებისგან გაქცევა შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები