1 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარის რეგიონი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატს კიდევ უფრო აფართოებს

18 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია კვიპროსის რესპუბლიკაში, საპორტო ქალაქ პაფოსში გაეგზავრა. დელეგაციას პაფოსში წარმოადგენენ ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური შეხვედრა ქალაქ პაფოსის მერთან ფედონას ფედონასისთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ანდრეას დემეტრიადესისთან. ბათუმისა და პაფოსის მერები გამართავენ დისკუსიას ორ ქალაქს შორის კულტურულ და ტურისტულ ურთიერთობებზე. მოეწყობა ბათუმისა და აჭარის რეგიონის პრეზენტაცია. ქართული კულტურის პოოპულარიზაციის მიზნით თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "ხორუმი“ და სიმღერის ანსამბლი "ელესა“.

18 ივნისს ბათუმისა და პაფოსის მუნიციპალიტეტებს შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აგრეთვე გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პაფოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის. ღონისძიებას დაესწრებიან პაფოსის მედიის წარმომადგენლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები