2 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს მოქალაქე ათენში ძარცვის მცდელობის დროს გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქე ათენში ძარცვის მცდელობის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა. შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა.

ორი ქართველი მამაკაციათენის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეიჭრას ცდილობდა, თუმცა ისინი მეზობლებმა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

ერთ-ერთი მძარცველი ბინის დატოვებას ფანჯრიდან შეეცადა, მან მინი ჩაამტვრია და დროსაც ქვედა კიდურის არტერია დაუზიანდა.

პოლიციამ ქართველების დაკავება კორპუსიდან 100 მეტრის მოშორებით შეძლო. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მამაკაცი, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული გარდაიცვალა. მეორე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები