1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გალტ & თაგარტის“ ხელშეწყობით პირველადი საჯარო შეთავაზების მასტერკლასი ჩატარდა

„გალტ & თაგარტი“ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 6 ივლისს, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მასტერკლასი თემაზე - პირველადი საჯარო შეთავაზება ჩატარდა. პროგრამა  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს „გალტ & თაგარტი“ „BDO Georgia“-სთან ერთად ასრულებს.

 

ღონისძიებას EBRD-ის კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ატილა ტოსი გაუძღვა. მასტერკლასი პრაქტიკული ქეისების განხილვას და ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა: პირველადი საჯარო შეთავაზების ეკონომიკური დასაბუთება; პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესი; კომპანიის არსებობა პირველადი საჯარო შეთავაზების შემდგომ, როგორ მოვემზადოთ პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ.

 

„გალტ & თაგარტისა“ და „BDO Georgia“-ს ხელმძღვანელობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პირველ ეტაპზე ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევა განხორციელდა, რომლებიც კომპანიებისთვის აღნიშნულ ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმო. პროგრამა შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში უწყობს ხელს.

 

პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის მოცულობა 800-900 მილიონ ლარს შეადგენს.

 

“მოხარული ვართ, რომ EBRD-თან და ევროკავშირთან პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. პროექტში 21 ქართული კომპანია უკვე ჩაერთო, რომლებიც სხვადასხვა სექტორის მოწინავე მოთამაშეები არიან. პროგრამის ფარგლებში კი, მათ აქვთ საშუალება, მეტად განვითარდნენ და უკეთ აითვისონ კაპიტალის ბაზრები საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას “, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები