მსოფლიო
Zara-ს, Bershka-ს და Massimo Dutti-ის მაღაზია დაიხურება
2020-06-11 12:06:26
ესპანური კომპანია Inditex-ი, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Zara, Bershka, Pull & Bear და Massimo Dutti, მსოფლიოს მასშტაბით 1000-დან 1200-მდე მაღაზიას დახურავს.
საუბარია მცირე ზომის მაღაზიების დახურვაზე, რომლებიც მრავალი წლის წინ გაიხსნა და არც თუ ისე მომგებიან ადგილებში მდებარეობს. ამასთან ერთად, Inditex-ი გახსნის 450 ახალ მაღაზიას, რომლებიც „გაყიდვების ინტეგრაციის თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი“.
კომენტარები