0 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც თურქეთის  ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული უახლოეს წარსულში ევროპაში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, პაციენტი სრულ იზოლაციაში იყო.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი საზოგადოებაში არ გავრცელდება, რადგან ამისთვის შესაბამის ზომებს იღებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები