0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. 

ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრანგებმა მე-18 წუთზე მარიო მანჯუკიჩის ავტოგოლით მოიპოვეს. 

ხორვატებმა ანგარიშის გათანაბრება 28-ე წუთზე შეძლეს. მესამე გოლის ავტორი ანტუან გრიზმანი გახდა, მან პენალტი გაიტანა. 

59-ე და 65-ე წუთზე გოლები კვლავ ფრანგებმა გაიტანეს.

ხორვატებმა მეორე გოლი 69-ე წუთზე გაიტანეს.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები