0 9 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯონ მაკკეინი : “ეს ჩემი ბოლო ვადაა. ამაში ჩემ თავს ამ ზაფხულამდე ვერ ვუტყდებოდი"

  რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მომავალ არჩევნებში სენატორად კენჭს აღარ იყრის. 

“ეს ჩემი ბოლო ვადაა. ამაში ჩემ თავს ამ ზაფხულამდე ვერ ვუტყდებოდი, მაგრამ დიაგნოზმა – “კიბოს მეოთხე სტადია”, ამაში საკმაოდ სწრაფად დამარწმუნა”, – წერს მაკკეინი ავტობიოგრაფიულ წიგნში “მოუსვენარი ტალღა”. 

“მე უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე ჩემი კოლეგები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა მოუწევთ. შემიძლია ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ და შედეგებს არ შევუშინდე. ხმა მივცე ისე, როგორც სინდისი მეტყვის და ამის გამო არ ავღელდე”, – წერს მაკკეინი.

ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი ივლისის ბოლოს დაუსვეს 80 წლის პოლიტიკოსს ქირურგებმა მარცხენა თვალთან შედედებული სისხლი ამოუღეს. პროცედურის შემდეგ ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომაა.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები