1 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბაგიროს ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა

  ინდოეთში, ჰიმალაის მთებში გაშენებულ ერთ-ერთ საკურორტო ზონაში უბედური შემთხვევა მოხდა. საბაგირო, რომელშიც 7 ადამიანი იმყოფებოდა, ბაგირი გაწყდა და მიწაზე დაეცა. საბაგიროში მყოფი 7-ვე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ოჯახი ორი ბავშვით და გიდი. ინფორმაციას India Today ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უბედური შემთხვევა ძლიერი ქარისგან მოგლეჯილმა ხემ გამოიწვია, რომელიც ბაგირს დაეცა და გაწყვიტა. ინციდენტის გამო, 100-მდე ვიზიტორი მაღალ სიმაღლეზეა დარჩენილი და სამაშველო დახმარებას ელის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები