1 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ლონდონში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა

ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ლონდონის პოლიცია აკეთებს. 

„ამ დროისთვის ჩვენ შეგვიძლია ექვსი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დავადასტუროთ. თუმცა, ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას მოველით“, - განაცხადეს ლონდონის პოლიციაში. 

ლონდონის სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად საავადმყოფოებში 50 ადამიანია გადაყვანილი. 

ლონდონში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები