1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

  ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მასშტაბური სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა ლონდონის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს.

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული 12 ადამიანიდან 11 ერთ-ერთი თავდამსხმელის სახლში აიყვანეს.

ამ დროისთვის კვლავ გადაკეტილია ლონდონის ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

ტერაქტში დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად ეიფელის კოშკი და ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭე, დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები