1 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პიპა მიდლტონი და მისი ქმარი ლოს ანჯელესის აეროპორტში დააფიქსირეს - სად ატარებს წყვილი თაფლობის თვეს

კემბრიჯის ჰერცოგინიის, ქეით მიდლტონის და, პიპა მიდლტონი გათხოვდა. მისი ქორწილი უდიდესი ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი ქმარი ჯეიმს მათიუა. ახლადშეუღლებულები საქორწინო მოგზაურობაში უკვე გაემგზავრნენ.

ახალდაქორწინებულებს ქორწილის შემდეგ ცოტა დრო ჰქონდათ გამოსაძინებლად. ისინი ფოტოგრაფებმა ლოს ანჯელესის აეროპორტში დააფიქსირეს. ფოტოებში წყვილს ფერმკთალი სახე უჩანს.

ისინი ბრიტანეთიდან წყნარი ოკეანის კუნძულებზე გაფრინდნენ. გზაში წყვილი  ახალგაზრდა მგზავრებს ესაუბრებოდა. ისინი თაფლობის თვეს მარჯნის კუნძულ ტეტიაროაზე გაატარებენ, რომელიც ადრე მარლონ ბრანდოს  და მის ცოლს ტარიტას ეკუთვნოდათ.

სავარაუდოდ, პიპა და ჯეიმსი დღეს ჩავლენ ტეტიაროაზე. ლაგუნა გარშემორტყმულია სუფთა და ანკარა წყლით.

მათი ვილა არის ძალიან ძვირიანი. მას აქვს სამი საძინებელი ოთახი, გარე აუზი, რომელშიც ჯეიმსს და პიპას შეუძლიათ იცურაონ. ვილის დეკორაცია ძალიან გემოვნებიანია. ის ქოქოსის ხეებს გადმოჰყურებს და თეთრი, სუფთა პლაჟი აქვს. სკამები ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ვილაზე ხდება ზღვის ჰაერის კონდინცირებაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები