1 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძლიერი აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში - არის მსხვერპლი

  სანკტ-პეტერბურგში, მეტროს ვაგონში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, აფეთქება მეტროსადგურ "სენაიაზე" მოხდა. 

  რუსული მედიის ცნობით, აფეთქება ერთ-ერთ ვაგონში მოხდა და მისი მასშტაბი 200-300 გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყო. მეტროსადგურები დახურულია და მატარებლების გადაადგილება შეჩერებულია.

ადგილზე 80 მაშველი მუშაობს და შესაძლოა დამატებითი ძალების მობილიზება გახდეს საჭირო.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის შესაძლო ტერაქტზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები