1 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აი რა შედეგამდე მიიყვანა ახალგაზრდა გოგონა ყურსასმენის აფეთქებამ

   ავსტრალიის სამგზავრო თვითმფრინავში მჯდომ გოგონას ყურსასმენები აუფეთქდა. როგორც დაზარალებული  ყვება, მან ტელეფონში  სიმღერები  ჩართო და ყურსასმენებით უსმენდა, ცოტა ხანში ჩაეძინა და ძლიერი აფეთქების ხმამ გააღვიძა.

 

   „როცა აფეთქების ხმამ გამომაფხიზლა, მაშინვე ყურსასმენებს მოვკიდე ხელი , რომელსაც ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული და მხრებზე მედებოდა, ძირს მოვისროლე, თუმცა უკვე გვიანი იყო..“-იხსენებს დაზარალებული გოგონა სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან

  გოგონას  დახმარება ბორტ გამცილებელმა გაუწია, ყურსასმენების აფეთქების შედეგად მას  სახე, კისერი და ხელის მიდამოები დაუზიანდა.

სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახური ყველა მგზავრს კატეგორიულად აფრთხილებს, რომ თვითმფრინავში არ მოიხმარონ არანაირი  ტექნიკა, მათ შორის არც ტელეფონი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები