2 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ISIS-ის მებრძოლებმა ანტიკური ხანის პალმირის ტრიუმფალური თაღი გაანადგურეს


ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში აგებული პალმირის ცნობილი ტრიუმფალური თაღი გაანადგურეს, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო შესული. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის უძველეს ძეგლთა დაცვის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. 

მანამდე ისლამისტებმა უკვე გაანადგურეს პალმირის კომპლექსში შემავალი ორი ტაძარი და სამარხები. „ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირაზე კონტროლი მიმდინარე წლის მაისში მოიპოვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები