1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის

ფოსტის საშუალებით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება, რაც დიდ უხერხულობას გამოიწვევს შეერთებულ შტატებში - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის.

„გადავდოთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ?“- წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა 3 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები