0 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაჰამელი მოცურავე გოჭები მკვდარი იპოვეს - ტურისტებმა მათ ალკოჰოლური სასმელი დაალევინეს

15 მოცურავე გოჭიდან 7 Exuma-ს გამოქვაბულში წყალში მოტივტივე იპოვეს, გოჭების მფლობელის განცხადებით სიკვდილის მიზეზი მათიუ არასწორი საკვებით გამოკვება და ალკოჰოლის მიცემა გახდა. მისი განცხადებით 3 წელია მსგავსი ფაქტი აქამდე არ მომხდარა და მიიღებენ ზომებს რომ აღარ განმეორდეს. კუნძულზე ჩამოსული ტურისტების მიმართ გოჭები ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. მათთან ერთად ცურაობდნენ აუზებში და სეირნობდნენ. ახლა როდესაც ასეთი საშინელი ფაქტი მოხდა, აუცილებლად შეიქმნება რეგულაციები, რომლებიც აუკრძალავს ტურისტებს გოჭებისთვის საჭმლის მიცემას. გოჭების დაღუპვის შესახებ კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაცია Bahamas Humane Societyის პპრეზიდენტმაც გააკეთა " ნამდვილად ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ეს აღარ უნდა განმეორდეს, თუმცა ვიმოდოვნებ ადამიანები მაინც ჩამოვლენ ჩვენთან ამ საოცარი გოჭების სანახავად" -განაცხადა Kim Aranha-მ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები