0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბარაკ ობამას და დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში

 ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ,მათ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრეს.

„სიენენის“ ცნობით, შეხვედრა ოვალურ კაბინეტში შედგა და როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, ბარაკ ობამას პირისპირ პირველად შეხვდა.

"დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ფაქტობრივად ახლა ვიცნობთ ერთმანეთს, რადგან მანამდე არასდროს შევხვედრილვართ. მე დიდ პატივს გცემთ. ჩვენ შევეხეთ სხვა და სხვა სიტუაციებს, არაჩვეულებრივს და ზოგს რთულსაც. მე ვაპირებ მომავალშიც მქონდეს კონტაქტი ბატონ პრეზიდენტთან და მივიღო რჩევები. მან მიამბო იმ სირთულეებსა და დიდ მიღწევებზე, რაც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა. ბატონო პრეზიდენტო, თქვენთან ყოფნა დიდი პატივი იყო და მოუთმენლად ველი კიდევ ბევრ შეხვედრას მომავალში," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 მათი საუბარი დაგეგმილზე დიდ ხანს გაგრძელდა. „რესპუბლიკელების“ გამარჯვებული კანდიდატი იმედოვნებს, რომ შეხვედრები კვლავ შედგება.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები