1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანდრეა ბოჩელი მამა გახდა

ჩამოტვირთვა

ცნობილი იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი და მისი საცოლე - იტალიელი ბარიტონის, ივანო ბერტის ქალიშვილი ვერონიკა მშობლები გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ვიჯინია დაარქვეს. ამჟამად დედაც და ბავშვიც თავს შესანიშნავად გრძნობენ. მშობლები ახალშობილ ქალიშვილს ჯერჯერობით ფართო საზოგადოებას უმალავენ. პატარა ვირჯინია 53 წლის ანდრეა ბოჩელისთვის მესამე შვილია, ვერონიკა ბერტისთვის კი პირველი. ტენორს ორი ვაჟი ჰყავს ყოფილ მეუღლესთან, ენრიკა ჩენზატისთან - 17 წლის ამოსი და 14 წლის მატეო. მომღერალი პირველ ცოლს 2002 წელს დაშორდა. იმავე წელს ტენორმა პირად მენეჯერთან - ვერონიკა ბერტისთან გააბა რომანი. გასული წლის აგვისტოს ბოლოს წყვილმა ვერონიკას ფეხმძიმობის შესახებ განაცხადა, თუმცა ისინი ჯერჯერობით დაქორწინებას არ ჩქარობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები