1 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მჟავით დამწვარი სახე და სუიციდით დასრულებული სიცოცხლე

ჩამოტვირთვა

ყოფილმა პაკისტანელმა მოცეკვავემ, რომელსაც 12 წლის წინ სახე მჟავით დაეწვა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 33 წლის ფახრა იონუსს უბედურება რომში შეემთხვა და როგორც თავად ამბობდა, ადამიანის გარეგნობა დაკარგა. 2000 წლის მაისში გარდაცვლილი მოცეკვავის ქმარი სიდედრის სახლში შეიპარა და მძინარე მეუღლეს სახეზე მჟავა გადაასხა. იონუსს 39 პლასიკური ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, ვინაიდან უბედური შემთხვევის შედეგად, დაეწვა თმა, ტუჩები, ცხვირი, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ცალ ყურში აღარ ესმოდა და ყნოსვის შეგრძნება დაუქვეითდა. იონუსი სამკურნალოდ და სახის ტრანსპლანტაციისათვის მკურნალობას აგრძელებდა. როგორც მისი ყოფილი მეუღლე აცხადებდა, ცოლმა თავი ფინანსური პრონლემების გამო მოიკლა და არა სახის დამახინჯების გამო. პაკისტანის ქალების უფლებათა დაცვის ორგანიზაციის 2011 წლის მონაცემებით, მათ ქვეყანაში ქალებზე ძალადობის 8500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. პაკისტანის მთავრობამ ახალი კანონი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, მკვლელობის მცდელობა 14 წლით თავისუფლების აღკვეთით უნდა დასჯილიყო. თუმცა პაკისტანელ მოცეკვავეზე თავდასხმის გამო, კანონის მიღებამდე, მისი ყოფილი ქმარი მხოლოდ 5 თვით დააპატიმრეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები