1 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უხრწნელი ბერი ითიგელოვი

ჩამოტვირთვა

დაში დორჟო ითიგელოვი ბუდისტი ბერი იყო, რომლის უხრწნელი სხეული 2002 წელს ულან უდეში აღმოაჩინეს. ლოტოსის პოზაში მჯდომი ბერის სხეული ხის დიდ ყუთში იყო მოთავსებული. გარდაცვლილის სხეულს ასე მხოლოდ მუმიფიცირებისას ინახავენ, მაგრამ გვამს მუმიფიცირების არანაირი ნიშნები არ ჰქონდა. სხეული აბრეშუმის ტანსაცმლით იყო შემოსილი. ითიგელოვმა ანდერძი დატოვა, სადაც კედარის ყუთში ჩასვენებასა და იმ პოზაში დაკრძალვას ითხოვდა, როგორც გარდაიცვლებოდა. ასევე დაიბარა, რომ მისი გვამი რამდენიმე წლის შემდეგ შეემოწმებინათ. გავრცელებული ინფორმაციით, ბერი 1927 წელს, მედიტაციის დროს გარდაიცვალა. ბერებმა 1955 და 1973 წელს ითიგელოვის საფლავი მოინახულეს. ყველა გაოცებული დარჩა – სხეული უხრწნელი იყო. 2002 წლის 11 სექტემბერს ბუდისტი ბერების თანდასწრებით გვამი გაკვეთეს. ექსგუმაცია მეცნიერებისა და პათოლოგ–ანატომებმა ჩაატარეს. სხეულს გახრწნისა და ლპობის კვალი არ ემჩნეოდა. კუნთები, სახსრები, ძვლები და შინაგანი ორგანოები ძალიან მოქნილი და რბილი იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერის სხეულს მარილში ინახავდნენ და პერიოდულად ცვლიდნენ, ექსგუმაციის შემდეგ კი მოაშორეს. უხრწნელობაც სწორედ ამის შედეგი იყო, თუმცა ეს არაოფიციალური ვერსიაა და დადასტურებული არ არის. ბუდისტები ამტკიცებენ, რომ ითიგელოვი ცოცხალია და ის ზამთრის ძილის მდგომარეობასა ან ნირვანაშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები