1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უიტნი ჰიუსტონმა მთელი ქონება ბობი ქრისტინას დაუტოვა

ჩამოტვირთვა

უიტნი ჰიუსტონის 19 წლის ქალიშვილი, ბობი ქრისტინა, დედის გარდაცვალების შემდეგ, წარმოუდგენელი სიმდიდრის პატრონი გახდა. მომღერალმა მთელი თავისი ქონება, რომელიც 20 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ქალიშვილს დაუტოვა. გავრცელებული ინფომაციით, უიტნიმ ბობი ქრისტინას ძვირფასეულობა, ავეჯი, ტანსაცმელი, პირადი ნივთები და მანქანა დაუტოვა. როგორც ცნობილია, ბობი ფულს ეტაპობრივად მიიღებს. ქონების ნაწილს 21 წლის ასაკში მიიღებს, ხოლო დარჩენილი სიმდიდრე მაშინ გადაეცემა, როდესაც 25 და 30 წლის შესრულდება. უიტნი ჰიუსტონმა ანდერძს ხელი 1993 წელს მოაწერა, ერთი თვით ადრე, ვიდრე ბობი ქრისტინა დაიბადებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები