1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას წინ ნებისმიერი ძალით აღუდგება

ჩამოტვირთვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელთან გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას წინ ნებისმიერი ძალით აღუდგება, მათ შორის, სამხედრო ძალის გამოყენებითაც. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს შედეგების გამოსაღებად დიდი დრო დასჭირდება. ბარაკ ობამამ რესპუბლიკელ კანდიდატთა მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებსაც უპასუხა. საპრეზიდენტო მარათონის მონაწილეები შეერთებული შტატების პრეზიდენტს ისრაელის მიმართ მხარდაჭერის შესუსტებაში ადანაშაულებენ. ბარაკ ობამას განცხადებით, არსებულ მხარდაჭერაში ეჭვის შეტანის უფლება არავის აქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ურთიერთობა "გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკის ორპარტიული პოლიტიკა". ორშაბათს პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, უმასპინძლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები