1 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყველაზე ლამაზი მამაკაცები სტოკჰოლმში ცხოვრობენ, ქალები - კიევში

ჩამოტვირთვა

პორტალმა Travelers Digest ქალაქების ჩამონათვალი შეადგინა სადაც ყველაზე მიმზიდველი მამაკაცები ცხოვრობენ. რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავეს მამაკაცებმა, რომლებიც შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ცხოვრობენ. მასალის ავტორები ამტკიცებენ, რომ შვედებს ჩვეულებრივად მარტოობის მოყვარულ ადამიანად მიიჩნევენ. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად უკავიათ თავი საზოგადოებაში და ისე ზრუნავენ ქალებზე, როგორც ეს სხვას არ შეუძლია. გარდა ამისა, სტოკჰოლმელები კარგად ერკვევიან მოდის, კულინარიულ, ჯანმრთელობისა და კულტურის საკითხებში. Travelers Digest რეიტინგის მეორე ადგილს ნიუ-იორკში მცხოვრები მამაკაცები იკავებენ, მესამეს კი - ამსტერდამელები. ტურისტული პორტალის ვერსიით, ქალაქების ტოპ-10 ყველაზე მიმზიდველი მამაკაცებით, სრულად ასე გამოიყურება: • სტოკჰოლმი, შვედეთი • ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები • ამსტერდამი, ნიდერლანდები • ლისაბონი, პორტუგალია • ბუენოს-აირესი, არგენტინა • სიდნეი, ავსტრალია • მადრიდი, ესპანეთი • ბერლინი, გერმანია • მილანი, იტალია • თელავივი, ისრაელი. Travelers Digest ვერსიით ყველაზე ლამაზი ქალებით - კიევი გამოირჩევა. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, კიეველი ლამაზმანები გამორჩეულნი არიან განვითარებული ინტელექტით. მეორე ადგილი სტოკჰოლმს ერგო, მესამე ნიუ-იორკს, მეოთხე ბუენოს - აირესს, მეხუთე პოზიციას ბულგარეთის ვარნა იკავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები