1 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Sky News რუსეთში არჩევნების გაყალბების ფარულ სქემას ავრცელებს

ჩამოტვირთვა

საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი მოსკოვში დამატებით მეოთხედ მილიონ ხმას მიიღებს. ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ის ჟურნალისტმა გამოძება ჩაატარა და არჩევნების გაყალბების სქემის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. ინფორმაცია ჟურნალისტს მამაკაცმა მიაწოდა, რომელსაც მოგონილი სახელი "ვადიმი" ჰქვია. მისი ინფორმაციით, "ზევიდან" მიღებულია მითითება, მოხდეს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მეურნეობის 50 ათასი თანამშრომლის მობილიზება, რომელთაგან თითოეულმა პუტინს ხმა ხუთ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე უნდა მისცეს. თითოეულს დაევალება, ამ ხუთიდან ყოველ უბანზე დაწეროს განცხადება, რომ ჩაწერის ადგილის მიხედვით ხმას ვერ მისცემენ მუშაობის უწყვეტი ციკლის გამო. Sky News–ის რესპონდენტი ასევე აღნიშნავს, რომ სქემის თითოეული მონაწილე 200 ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 10 ათას რუბლს) მიიღებს. Sky News–ის წყარო თქმით, სქემის მონაწილეთა უმეტესობას უკანონო ხმის მიცემა სამსახურის დაკარგვის მუქარით აიძულეს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართება. კენჭს ვლადიმერ პუტინი, გენადი ზიუგანოვი, მიხეილ პროხოროვი, ვლადიმერ ჟირინოვსკი და სერგეი მირონოვი იყრიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები