1 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ მზადაა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა განახორციელოს

ჩამოტვირთვა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები მზადაა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა განახორციელოს, იმ შემთხვევაში თუ დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის ხელმძღვანელმა ნორტონ შვარცმა განუცხადა, მისივე თქმით, პენტაგონი ძლიერი ავია-ბომბების საკმაო რაოდენობას ფლობს, რომელსაც მიწისქვეშა და სხვა ობიექტების დანგრევა შეუძლია და მსგავსი საბრძოლო მასალების მოდერნიზაციის კუთხით მუშაობა გრძელდება. ჯერჯერობით ობამას ადმინისტრაცია თვლის, რომ ირანის ბირთვული პრობლემის დასარეგულირებლად სამხედრო საშუალებების გამოყენება ნაადრევია და ახლა დიპლომატიური ძალისხმევისა და ეკონომიკური სანქციების ფოკუსირებაა საჭირო. თუმცა ვაშინგტონი მუდმივად აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად სამხედრო მოქმედებები არ გამოირიცხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები