1 3 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიმიტრი მედვედევმა ქართველ ბლოგერებს "ფეისბუქის" გვერდი დაუბლოკა

ჩამოტვირთვა

რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ქართველ ბლოგერებს "ფეისბუქის" გვერდი დაუბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველმა ბლოგერებმა მედვედევის გვერდზე საქართველოს ოკუპაციის საკითხზე საპროტესტო განცხადებები დაწერეს. აქციის ინიციატორის, ბლოგერ გიორგი ჯახაიას განცხადებით, ბლოგერებმა გადაწყვიტეს, რუსეთში "მამულის დამცველთა დღესთან" დაკავშირებით მედვედევის გვერდზე საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნის შემცველი კომენტარები შეთანხმებულად დაედოთ. მათ წინასწარ მოილაპარაკეს, რომ არც ერთი კომენტარი ეთიკის საზღვრებს არ გასცდებოდა. მას შემდეგ, რაც კომენტარებმა რამდენიმე ასეულს გადააჭარბა, პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდიდან მათი წაშლა დაიწყეს, თუმცა, კომენტარი იმდენი იყო, რომ წაშლასაც ვეღარ აუდიოდნენ, ამიტომ 17.00 საათზე პრეზიდენტის გვერდი საქართველოს ინტერნეტმომხმარებელთათვის დაბლოკეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები