1 4 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კადაფის საყვარელი ტელეწამყვანი ლიბიის ციხეში მოკლეს

ჩამოტვირთვა

ლიბიაში მუამარ კადაფის მხარდაჭერი, ცნობილი ჯურნალისტი და წამყვანი, გალია ალ-მისრატი ტრიპოლში, ციხის საკანში მოკლეს. ტელეჟურნალისტის ახლობლების თქმით, გალია იმის გამო მოკლეს, რომ კადაფის მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო თავად ჟურნალისტი მეამბოხეების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავდა. ჟურნალისტს ახალი მთავრობა არაერთხელ გაუკრიტიკებია. მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა, ეს ფაქტი მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების დაწყების წლისთავს დაამთხივიეს. გალია ალ-მისრატი ტელეკამერების წინ ბოლოს გასული წლის 30 დეკემბერს გამოჩნდა. იგი დუმდა და ხელში ფურცელი ეჭირა, რომელზეც მითითებული თარიღი ეწერა. ქალს სახეზე ცემის ნაკვალევი ეტყობოდა. ამ კადრების ნახვის შემდეგ მაყურებლები ვარაუდობდნენ, რომ მას ენა მოაჭრეს. ამის შემდეგ ჟურნალისტი დაიკარგა. ლიბიის ოფიციალური მთავრობა მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთბს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები