1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალშობილი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა, გადარჩა

ჩამოტვირთვა

რაიან რაიმსს დაბადებისას გული სხეულის გარეთ ჰქონდა. ის პირველი ახალშობილია, რომელიც სხეულის დეფექტის მიუხედავად გადარჩა. ბავშვი უკვე სამი წლისაა. სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, ფატალურად სრულდება, ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ ახალშობილი სამ დღეში დაიღუპებოდა. ამის შესახებ მშობლებმა ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იცოდნენ, ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, 12 კვირის ფეხმძიმე დედამ ნაყოფის მოშორებაზე უარი განაცხადა. 34 წლის ქალის მშობიარობას 30 ექიმი ესწრებოდა. ჩვილი საკეისრო კვეთით გაჩნდა. მოხდა სასწაული, სამედიცინო პერსონალის პროგნოზი არ გამართლდა და ახალშობილი გადარჩა. ორი კვირის შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა და მისმა გულმა ნორმალურად ფუნქციონირება განაგრძო. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მცირეწლოვანმა არაერთი ქირურგიული ჩარევა გადაიტანა. სპეციალისტების თქმით, რაიანს მომავალში რამდენიმე ოპერაციის ცატარება ისევ მოუწევს. არ არის გამორიცხული, გულის ტრანსპლანტაციაც გახდეს საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს და ახლა უკვე სამი წლის ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები