1 6 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტერორისტ უმარ ფარუქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ჩამოტვირთვა

უმარ ფარუქს, რომელიც 3 წლის წინ სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების მცდელობისას დააკავეს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 25 წლის ნიგერიელი 2009 წელს „ნორსვესთ ეარლაინზის“ რეისზე ტანსაცმელში დამალული ბომბის აფეთქების მცდელობისას აიყვანეს. ბომბი არ აფეთქდა, მას მხოლოდ ცეცხლი მოედო, რის შედეგადაც მსუბუქი ჭრილობები თავად თავდამსხმელმა მიიღო. თვითმფრინავი, რომელშიც ფარუქი იმყოფებოდა ამსტერდამიდან დეტროიტში მიფრინავდა და მასში 289 ადამიანი იმყოფებოდა. გასულ წელს ფარუქმა დანაშაული აღიარა და შეერთებული შტატების დაზვერვასთან თანამშრომლობა დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები