1 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი საკუთარი პიარისთვის შანტაჟზე მიდის

ჩამოტვირთვა

ვლადიმერ პუტინი საკუთარი პიარისთვის შანტაჟზე მიდის და ამისთვის ავადმყოფ ბავშვებს იყენებს.ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრემიერი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მსახიობ ჩულპან ხამატოვას ფონდში შანტაჟის გზით მოხვდა და მისი მხარდაჭერაც ამავე გზით მოიპოვა. ხამატოვასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ პუტინისთვის ხმის მიცემისკენ მსახიობმა მოსახლეობას იმიტომ მოუწოდა, რომ ის სერიოზული ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. მის ფონდს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრნენ. თავად ხამატოვა მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ვლადიმერ პუტინმა მსახიობთან ერთად ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრი გუშინ მოინახულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები