1 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკა- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებ-გვერდი შეიქმნა

ჩამოტვირთვა

სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებ-გვერდი შექმნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოხარულია, რომ საიტი ამუშავდა,- განცხადებას აშშ-ის საელჩოს ავრცელებს. ვებ-გვერდზე განთავსებულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ, მათ შორის აშშ-სა და საქართველოს მთავრობათა ოფიციალური პირების განცხადებები. აგრეთვე ინფორმაცია დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ხალხთა შორის და კულტურულ ურთიერთობათა ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შესახებ. ვებ-გვერდზე გასაჯაროვდება ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთაც ორი ქვეყნის მთავრობები საერთო მიზნის მისაღწევად დგამენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები