1 6 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 წლის ბავშვი მუცლით ტყუპისცალს ატარებდა

ჩამოტვირთვა

4 წლის ბავშვი მუცლით საკუთარ ტყუპისცალს ატარებდა. სამედიცინო პერსონალ დღეს ურთულესი ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება - მათ მცირეწლოვანი ბავშვის მუცლიდან მისი ძმა უნდა ამოიყვანონ. პერუელი ექიმები აცხადებენ, რომ ნყოფს აქვს თვალები, ძვლები და თმა, თუმცა მისი ტვინი და გული განუვითარებელია. ემბრიონი 700 გრამს იწონის და მისი სიმაღლე 25 სმ-ია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია და 500 ათასში ერთხელ ხდება. მიზეზი კი ის არის, რომ კვერცხუჯრედის განაყოფიერება სწორად არ ხდება. მსგავსი მოვლენები ყველაზე ხშირად სიამის ტყუპების შემთხვევაში ხდება. პროფესორები განმარტავენ, რომ დაგეგმილი ოპერაცია უფრო მარტივია, ვიდრე სიამის ტყუპების განცალკევება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები