მსოფლიო
რუსეთში 2012 წლიდან ახალი რადიოსალოკაციო სისტემები ამუშავდება
2012-01-09 15:31:48
ჩამოტვირთვა
რუსეთში 2012 წლიდან ახალი რადიოსალოკაციო სისტემები ამუშავდება, - ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი თაობის სამი სადგური უკვე შევიდა სისტემაში. სადგურები ვორონეჟში, ლენინინგრადისა და კრასნოდარის ოლქებშია განლაგებული.
ახალი თაობის სალოკაციო სისტემა შენდება ირკუტსკშიც.
სამხედრო ობიექტები მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმების დასაფიქსირებლადაა განკუთვნილი.
კომენტარები