0 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან.. ევროპას რატომ აქვს ფასი?" - კახა კალაძე ევროკავშირზე

დედაქალაქის მერისთვის ევროპარლამენტარების შეფასებები  მისაღები არ არის. როგორც კახა კალაძე განმარტავს მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან.

„რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები. ვიყავით საბჭოთა კავშირში და არ გვინდოდა, ყველა დაშტამპული სახელმწიფოებივით ვიყავით, ყველას ერთნაირი ხაზი გვქონდა. გვინდოდა, თავისუფლები ვყოფილიყავით და დამოუკიდებლები. დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი გვინდა. ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ. ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი და ზოგადად, ევროპა საინტერესო. თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? თუ ამ ფორმით უნდა ვიყოთ. წარმოუდგენელია. ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები