0 9 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის გაზრდას და გაძვალებას დაეხმარება - მაკუნა გოჩიაშვილი

დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️

დავწერ, როგორ ჩაივლის. 

 

დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის გაზრდას და გაძვალებას დაეხმარება. 

 

დღეს წამლის გაკეთებამდე, გავზომავთ საფუძვლიანად (მჯდომარე სიმაღლესაც) და შედეგებს დავაკვირდებით. 

 

ბავშვებს, რომლებმაც ნოემბერში დაიწყეს წამლის მიღება, 3 თვეში 2 სანტიმეტრიანი ზრდა ჰქონდათ, რაც პეტრეს ბოლო წელიწადში არ ჰქონია. ასე რომ მოლოდინები გვაქვს გრანდიოზული 😀 

 

პეტრესთან ერთად მკურნალობას დღეიდან აქონდროპლაზიის მქონე ოთხი ბავშვი შეუერთდება. ❤️ - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ, რადგან მათ შვილებს შესაბამისი წამალი მიეღოთ. უწყვეტი აქციების შემდეგ მაკუნა გოჩიაშვილმა და სხვა მშობლებმა ხელისუფლება და ჯანდაცვის სამინისტრო ფაქტობრივად აიძულეს წამალი შემოეტანათ და მათი მკურნალობა დაეწყოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები