ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ო...
დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან, აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს, - ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს. „ქართ...
|
„რიკოთის უღელტეხილზე სახიფათო თუ არის გადაადგილება, რატომ ატარებენ ტრაილერებს. ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ 9 აპრილს აქციას რეგიონიდან ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება.
„9 აპრილთან დაკავშირებით დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ აქტიურად ვხვდებოდით მოსახლეობას. ისიც ნახეთ, რომ რიკოთის უღელტეხილი დაკეტა „რუსულმა ოცნებამ“. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ იქ ე.წ. ტრაილერები გადაადგილდებიან და სახიფათო თუ არის გადაადგილება, არავინ იცის, ტრაილერებს რატომ ატარებენ.
ამ დროისთვის იქ გზაც გაწმენდილია. ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონებიდან ადამიანები მოიყრიან თავს დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მცხოვრებლების დიდი უმრავლესობა იქნება 9 აპრილის აქციაზე“, – განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე, მოთხოვნებზე, რომელსაც მისი თქმით, 9 აპრილის აქციაზე დააყენებენ.
„მოთხოვნა არის ერთი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. ხალხს გვიწევს სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლა, რადგან საბოტაჟირებს „რუსული ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ცხადია, აქციაზე ლაზარეს გათავისუფლების საკითხი იქნება პრიორიტეტული და მთავარი, წარმოუდგენელია, სხვანაირად იყოს.
როცა ვლაპარაკობთ ნიკა გვარამიასა და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეს 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია და პარტიული მოთხოვნა არ არის. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნა, 27 ქვეყნის დემარშის ერთ-ერთი საგანია. ამიტომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უკავშირდება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გენერლები მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა შეუერთდნენ.
„ისინი „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკვანძო თანამდებობებს დაიკავებენ. ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი გააძლიერებენ “ნაციონალურ მოძრაობას”. ზაზა გოგავა ადგილს დაიკავებს პარტიის სამდივნოში, მამუკა ყურაშვილი კი მაღალ თანამდებობას დაიკავებს თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში. წინ ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, რომელსაც ერთად აუცილებლად მოვიგებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან, აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს, - ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს. „ქართ...
როგორც იცით, მე პროკურორი ვიყავი და საქმე ყველა სახის კრიმინალთან მქონია, ასე რომ, მე დონალდ ტრამპის ტიპაჟს ვიცნობ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უილმინგტონში საარჩევნო კ...
“ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არ...
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქ...
FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრი...
ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
აგვისტო 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები