0 3 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მიმიფურთხებია იმ მთავრობისთვის, რომელიც 7 000 სტუდენტს სპეკულაციურ დარგში დასაქმების მეტს ვერაფერს სთავაზობს” – ლევან ლორთქიფანიძე

მრცხვენია, რომ ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანაში ენერგიითა და ხალისით აღსავსე ახალგაზრდების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი “ევოლუშენ გეიმინგია”! იცით, რას წარმოადგენს ეს კომპანია? “ევოლუშენს” დილიდან საღამომდე ახალგაზრდები ჩაკეტილი ჰყავს ბნელ ოთახებში, სადაც ისინი კამერების წინ კარტს ჩეხავენ, სხვადასხვა აზარტულ თამაშებს წარადგენენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კი (განსაკუთრებით ქვეყნებიდან, სადაც კაზინოები აკრძალულია) მოთამაშეები ინტერნეტით ერთვებიან და თავინათ ჟინს იკმაყოფილებენ. მოსაწყენ, არაშემოქმედებით, დროის პარაზიტად ქცეულ და საკმაოდ რთულ (მუშაობის დროს მკვეთრი მოძრაობის უფლება არ გაქვს, გაშეშებული უნდა იყო, ვინმემ რაიმე არ უნდა იეჭვოს) შრომაში სტუდენტები მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, ღამეების თენება, ლექციების გაცდენა, წელში გაწყვეტა სჭირდებათ იმისთვის, რომ ნორმალური ხელფასი გამოიმუშავონ. ამასობაში, 7000 ჩვენი თანამოქალაქის შრომის ხარჯზე თავად კომპანიის მოგება მილიარდს უკანუნებს. მიუხედავად ამისა, “ევოლუშენი” არც ხელფასების მომატებას აპირებს, არც შრომის სტანდარტების დაკმაყოფილებას და ტრადიციულ ფრაზას იყენებს ყველა კითხვაზე პასუხად: “არ გინდა? წადი! სუპერმარკეტებზე უკეთესი ხელფასი ხომ გვაქვს! რა გინდათ მეტი?”. ველური კაპიტალიზმის ცინიზმს დასაქმებული სტუდენტები გაფიცვით პასუხობენ! სრული სოლიდარობა გაფიცულ თანამშრომლებს! მიმიფურთხებია იმ სისტემისა და მთავრობისთვის, რომელიც 7 000 სტუდენტს სპეკულაციურ დარგში დასაქმების მეტს ვერაფერს სთავაზობს და იქაც კი ვერ ახერხებს მათთვის ღირსეული ხელფასისა თუ სამუშაო პირობების უზრუნველყოფას!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:52

    მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა ...

    ყველასთვის საყვარელი და კარგად ცნობილი მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს. „აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარე...

  • 16:31

    თბილისის მერია - ბროწეულის ქუჩაზე სამშენებლო სამუშ...

    დედაქალაქის მერია ერთი მხრივ საბურთალოზე, ბროწეულის ქუჩა N5-ში სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ, მეორემხრივ კი ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზე განმარტებას აკეთებ...

  • 22:03

    მარნეულში 4 წლის ბავშვს კისტის თოფის ტყვია თავში მ...

    მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა&nbs...

  • 12:58

    ქართველმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა გერმანელი მ...

    პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა (78+ კგ) სოფიო სომხიშვილმა გერმანელ მოწინააღმდეგეს რენე ლუხტს იპონით სძლია და მერვედფინალში გავიდა. სომხიშვილი მეორე წრეში ფრანგ რომან დიკოს შ...

  • 12:39

    „ილია სულამანიძე გაწირეს, ოქროს მედალი დაათმობინეს...

    საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევთან დამარცხდა და თავისთვის სა...

  • 12:36

    “გუდვილის” მიმდებარე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნ...

    თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 აგვისტოდან აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. გუდვილის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერ...

  • 12:35

    ცოტა ხნის წინ მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი ...

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს დილით, 10:44 საათზე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან 23 კილომეტრში, სოფელ საღამოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა...