2 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საუკეთესო ფილმი, მსახიობი, რეჟისურა და სიმღერა - „ოსკარი 2019“

ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

კინოაკადემიის ისტორიაში მეორედ , ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდა. 

კომიკოსი კევინ ჰარტი, რომელსაც გეგმის მიხედვით უნდა წაყვანა ცერემონია, ჰომოფობიაში ამხილეს. ამის გამო კომიკოსმა კანდიდატურა თავად მოხსნა.

რაც შეეხება  2019 წლის "ოსკარის" გამარჯვებულებს, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში 2019 წლის  „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო.

 საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ ალფონსო კუარონმა მიიღო  ფილმ „რომასთვის“.

 მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვება ოლივია კოლმანმა მოიპოვა.

 მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვება რემი მალეკმა მოიპოვა. 

საუკეთესო მსახიობი კაცი: ვიგო მორტენსენი, ბრედლი კუპერი, იტან ჰოუკი, უილიამ დეფო, კრისტიან ბეილი და რამი მალეკი. ოსკარი მიიღო რემი მალეკმა

საუკეთესო მსახიობი ქალი: გლენ კლოუზი, ოლივია კოულმანი, მელისა მაკარტი, იალიცა აპარისიო და ლედი გაგა. ოსკარი გადაეცა ოლივია კოულმანს. 

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის დასახელდა ლედი გაგას და ბრედლი კუპერის დუეტი Shallow ფილმიდან "ვარსკვლავის დაბადება."


კომენტარები

მსგავსი სიახლეები