0 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აფეთქებების სერია ინდონეზიაში - დაღუპულია 7 ადამიანი

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა ინდონეზიაა, სადაც ერთი საათის წინ აფეთქებების სერია განხორციელდა, რასაც სროლაც მოჰყვა. 

დაღუპულია 7 ადამიანი.3 პოლიციელი და 5 სამოქალაქო პირი. არიან დაშავებულები. ერთ-ერთი ვერსიით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა   აიფეთქა. 

აფეთქება ჯაკარტის ცენტრში, იმ უბანში მოხდა, სადაც დიპლომატიური მისიების შენობები, პრეზიდენტის სასახლე და რამდენიმე სასტუმროა განთავსებული. 

როგორც ახლა ხდება ცნობილი, აფეთქება თურქეთისა  და პაკისტანის საელჩოებთან ახლოს განხორციელდა. 

მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. მიმდინარეობს სპეცოპერაცია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები