0 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შრი ლანკის ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

ჩამოტვირთვა

შრი ლანკის ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. ბუნტი იმ დროს დაიწყო, როდესაც სამართალდამცველებმა ნარკოტიკებისა და მობილური ტელეფონების აღმოსაჩენად საკნებში რეიდი დაიწყეს. თავდაპირველად პატიმრებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, შემდეგ კი მათ, როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ციხის გარკვეული ნაწილის დაკავება შეძლეს. რამდენიმე პატიმარმა გაქცევაც სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მათი ლიკვიდირება შეძლეს. ბუნტის ჩახშობა სამხედროების გამოყვანის შემდეგ მოხერხდა. ბოლო ინფორმაციით, 13 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები