2 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იულია ტიმოშენკო ადვოკატს ვნებიანად კოცნის

ჩამოტვირთვა

„იულია ტიმოშენკოსა“ და მისი ადვოკატის ვნებიანი კოცნა ინტერნეტჰიტად იქცა. ვიდეორგოლი უკრაინის ექს-პრემიერის საკანში, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. ჩანს, რომ ქალი, რომელიც ტიმოშენკოს ჰგავს, გაჭირვებით გადაადგილების სიმულაციას ახდენს. ქალი თავისუფლად გადაადგილდება კამერაში, მაგრამ როდესაც საკანს ვიღაც უახლოვდება, სასწრაფოდ წვება საწოლში. მოგვიანებით, იგივე ქალი ვნებიანად კოცნის მამაკაცს, რომელიც, გავრცელებული ვიდეოს თანახმად, იულია ტიმოშენკოს ადვოკატი და დეპუტატი სერგე ვლასენკოა. ვიდეორგოლი ინტერნეტში ტიმოშენკოს ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოჩნდა. ვლასენკოს მტკიცებით, იულია ტიმოშენკო საკანში სცემეს. სერგეი ვლასენკო აცხადებს, რომ ვიდეორგოლი ყალბია და იულია ტიმოშენკოსთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში უჩივლოს უკრაინულ სააგენტოს, რომელმაც კადრები პირველმა გაავრცელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები