რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო - ივანიშვ...
რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო - ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-...
|
„2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით.
სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში. 2 აპრილს ექიმებმა გასინჯეს პაციენტი. არასამუშაო დღეს განხორციელებული ვიზიტის გამო, სამწუხაროდ, მკურნალ ექიმთან გასაუბრება, ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოხერხდა. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი), გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი) და აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა).
ექიმ-ექსპერტების დასკვნა: პაციენტის მდგომარეობა: დამძიმება 19 თებერვლის (პაციენტთან წინა ვიზიტის) შემდეგ.
ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია. პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა.
აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია. შთაბეჭდილება: 1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მე-4 სტადია.
ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
პროგნოზი და რისკები: 1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.
კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით.
სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი კაჭარავა, გიორგი პაპიაშვილი, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი“, - აღნიშნულია დასკვნაში.
რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო - ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-...
კურსკის ოლქის რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა ბელოვსკის რაიონის მცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება. „...
”მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს” – ასე მიმართავს, რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულ...
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბევრმა საშინაო ნოუ-ჰაუმ, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, ბრძოლის ველზე საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. მეტიც, მათი მთავარი მახასიათებლები მუდმივად იხვეწება და უმჯ...
”რა შეიძლება გამოიწვიოს მათ [ქართული ოცნების] საქართველოში დარჩენამ. ჩვენ აუცილებლად შეგვიყვანენ ექვსთა კავშირში, სადაც რუსეთი და ირანი შედიან. რაღაც სახის ფორმით რუსეთთან ასოცირებას გაგვიკეთებ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზ...
“ერთ თვეში ახალი პარტიის დაფუძნება მირჩევნია მათთან [გიგი წერეთელი, კაკო ბობოხიძე] ბრძოლას, ერთი სული მაქვს, როდის შემოგთავაზებთ. გასაგებია, რომ მოდიფიკაციები მოგვიწევს, მაგრამ გავაკეთებთ ამ ყვ...
კომენტარები