1 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქარელში 22 წლის ბიჭმა 12 წლის გოგო ქორწინების მიზნით მოიტაცა

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 22 წლის ბიჭმა 12 წლის გოგო მოიტაცა და საკუთარ სახლში მიიყვანა, ქორწინების მიზნით. ბავშვი მასთან ერთად 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია.

მოზარდი თავშესაფარშია გადაყვანილი. ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს. 

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

"დაზარალებული არის მეშვიდე კლასელი გოგონა, არსებული ინფორმაციით, გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ თავისი ნებით გაჰყვა, გათხოვდა კინაღამ. მშობელი კონტაქტზე არ გამოსულა ამ დრომდე. სკოლაში სისტემატურად დადიოდა, მშობელთანაც აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ყოველთვის", - ამბობს სკოლის დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები