1 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარებს

„პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად კი ამაზონის აუზში, 9500 ახალი ტყის ხანძარი გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს, მეცნიერებმა ბრაზილიაში 74 000-ზე მეტი ხანძარი აღრიცხეს. ეს რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე; მაშინ მხოლოდ 40 000 ხანძარი დაფიქსირდა. ბრაზილიის კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ტყის ხანძრების მაჩვენებელი 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, წელს 83 პროცენტით არის გაზრდილი. რამდენიმე დღის წინ, ხანძრის გამო, ბრაზილიის უდიდეს შტატ ამაზონასში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამაზონის წვიმის ტყე მსოფლიოში უდიდესია და გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს პლანეტაზე ნახშირორჟანგის დონის დაბალანსებაში. ფოტოზინთეზის პროცესში, სხვადასხვა მცენარეები და ხეები იღებენ ნახშირორჟანგს და ჰაერში მას ჟანგბადის სახით აბრუნებენ.

სწორედ ამიტომ უწოდებენ თითქმის 3,4 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ამაზონის ტყეს „პლანეტის ფილტვებს“. ეს ტყე აწარმოებს დედამიწის ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 20 პროცენტს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები