0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რობერტ დე ნირო: ტრამპს არ ადარდებს ამერიკელი ხალხი და კორონავირუსით გარდაცვლილები

 დონალდ ტრამპს არ ადარდებს ამერიკელი ხალხი და კორონავირუსით გარდაცვლილები. ის თავს იკატუნებს, თითქოს ღელავს იმ ადამიანებზე, ვისაც სინამდვილეში აბუჩად იგდებს- ამის შესახებ ამერიკელმა მსახიომა რობერტ დე ნირომ განაცხადა

 მისი თქმით, ნიუ-იორკი მოჩვენებათა ქალაქს ჰგავს. „უყურებ დანარჩენი მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებს და იქაც იგივე მდგომარეობაა. ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმს ჰგავს, მაგრამ ეს რეალობაა. ენდრიუ კუომომ გააკეთა ის, რაც ტრამპს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთა, რადგან მას არ აქვს ამისთვის საჭირო ცოდნა. ეს საშიშია, რადგან ყველა დაბნეული და თავზარდაცემულია იმით, რასაც ის აკეთებს. მაწუხებს ის, რომ არავის არაფრის გაკეთება არ შეუძლია და არავინ არაფერს ამბობს. ტელევიზიებშიც კი“,- განაცხადა მსახიობმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები