1 4 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა

 

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს .

უწყების მონაცემებით, 221 104 ინფიცირებულიდან 112 541 უკვე გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 3 502 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 195 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსს 31 106 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები