მსოფლიო
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს პატიმრობა შეეფარდა
2018-09-03 17:09:59
თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის 1000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
გიორგი ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კომენტარები