შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა წელს 23-დ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები დაასახელა. საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით მომხმარებლისთვის საუკეთესოად აღიარა. გამარჯვებული ბანკები შეირჩა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
„მრავალწლიანმა პანდემიამ დააჩქარა ბანკების დიჯიტალიზაციის მცდელობები და შესაბამისად, ბაზარი ციფრული შეთავაზებების სწრაფი ევოლუციის მოწმე გახდა“, - თქვა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა. „ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს გაუმჯობესებული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვისას, დასახელდნენ კიდეც მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებად Global Finance-ის მიერ“,- განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ.
„ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლების წინაშე ვგრძნობთ და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და გამოწვევები. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს მათთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების მიღება მარტივად, ერთ სივრცეში შევთავაზოთ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან საქართველოში საუკეთესო მობილურ აპლიკაციას. ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებით ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას", - აცხადებს ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
ინფორმაციისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების შერჩევის შედეგად.
გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები